ახალი ამბები

პირი, რომლის შევიწროებაშიც მეუფე ზოსიმეს ადანაშაულებენ, პირველ კომენტარს აკეთებს

6 ნოემბერი, 2019 • 4114
პირი, რომლის შევიწროებაშიც მეუფე ზოსიმეს ადანაშაულებენ, პირველ კომენტარს აკეთებს

პირი, რომლის შევიწროებაშიც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს ადანაშაულებენ, პირველ კომენტარს აკეთებს. აღნიშნული წერილი ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა.

წერილში სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი ამბობს, რომ 31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში გახმიანებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია და ეს მასთან შეთანხმებით არ მომხდარა:

“31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში კიდევ ერთხელ გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტის შეფასება მაშინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია

შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმის პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება (სამწუხაროდ, ზოგი მათგანი გარდაცვლილია) მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს. არ მინდა გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში, მით უმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ზედმიწევნით ვიცი, რაც ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში. მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო სამართლიანი შედეგის დადგომა კი ობიექტურ, მიუკერძოებელ გარემოს საჭიროებს. ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს”, — წერს ის.

მეუფე ზოსიმეს სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი