ახალი ამბები

მეუფე ზოსიმე მის მიმართ ბრალდებებზე: რატომ მას შემდეგ, რაც უწმინდესს წაუყენეს ის ბრალდებები

6 ნოემბერი, 2019 • 2428
მეუფე ზოსიმე მის მიმართ ბრალდებებზე: რატომ მას შემდეგ, რაც უწმინდესს წაუყენეს ის ბრალდებები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მთავარეიპისკოპოსი ზოსიმე მის მიმართ ბრალდებებს საპატრიარქოში ბოლო დროს განვითრებულ მოვლენებს უკავშირებს:

“რატომ აქამდე არ იყო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უწმინდესს წაუყენეს ის [ბრალდებები]. ეს მხოლოდ მაშინ, როცა ვიღცებს ჰგონიათ, რომ საპატრიარქო ტახტი შერყეულია?” ,- ამბობს მიტროპოლიტი ზოსიმე.

მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელიც 2000-იანი წლებიდან საფრანგეთში საქმიანობს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს 1980-იანი წლების ბოლოს სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მიტროპოლიტი სექსუალურ შევიწროებაზე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცილისწამებაა. “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში მიტროპოლიტი ამბობს, რომ არც გიორგი სხილაძეს იცნობს, ვინც ეს ბრალდება გაახმიანა, და არც სავარაუდო მსხვერპლს, ვისაც ეს უკანასკნელი ასახელებს.

რაც შეეხება გიორგი სხილაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც მეუფე ზოსიმე 1980-იანი წლების ბოლოს პირობას დებს, რომ გადადგება სასულიერო აკადემიის რექტორის თანამდებობიდან, მიტროპოლიტის განაცხადებით, უთანხმოება იმან გამოიწვია, რომ სასულიერო სემინარიის სტუდენტებს, რომლებიც ანტისაბჭოთა მანიფესტაციებში იღებდნენ მონაწილეობას, სემინარიის შინაგანაწესის დაცვა სთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი