ახალი ამბები

მღვდელ გიორგი სხილაძის თქმით, საფრთხის გამო საქართველო დატოვა

7 ნოემბერი, 2019 • 1909
მღვდელ გიორგი სხილაძის თქმით, საფრთხის გამო საქართველო დატოვა

მართლმადიდებელმა მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელმაც მიტროპოლიტი ზოსიმე 1980-იან წლებში სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საქართველო დატოვა.

მღვდელი გიორგი სხილაძე ისედაც საფრანგეთში ცხოვრობს და, როგორც თავად ამბობს, ემიგრაციულ ეკლესიაში მსახურობს, თუმცა საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და დარჩენას კიდევ რამდენიმე დღით აპირებდა. როგორც სხილაძე რუსთავი 2-თან ამბობს, მომატებული საფრთხის გამო თბილისი დატოვა.

სხილაძის თქმით, თბილისში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და ამჟამად ორივე საფრანგეთშია.

“მზად ვარ, თუნდაც ამ საკითხის გამო ჩამქოლონ. დღეს იყო ამის მცდელობა. დილას გადავავლე თვალი და დამხვდა ასეთი წერილი. პირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ პროკურატურას, პირდაპირ მემუქრება, საფრანგეთში ჩამოვალ და იქ მოგიღებ ბოლოსო. მივმართავ პროკურატურას, ეს პიროვნება შეისწავლონ”, – განაცხადა სხილაძემ გუშინ ტვ პირველის ეთერში.

მიტროპოლიტი ზოსიმე მღვდელ გიორგი სხილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი