ახალი ამბები

მიტროპოლიტი ზოსიმე სინოდის მიერ პეტრეს სასჯელზე: ჩემთვის პირადად არ უკითხავთ

6 ნოემბერი, 2019 • 1738
მიტროპოლიტი ზოსიმე სინოდის მიერ პეტრეს სასჯელზე: ჩემთვის პირადად არ უკითხავთ

წილკნისა და დუშეთის მთავარეპოსკოპოსი ზოსიმე ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭირა თუ არა სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის სასჯელის დაკისრებას მხარი – ამბობს, რომ პირდად მისთვის არ უკითხავთ:

“მე არ მინდა სინოდის ამბები აქ გამოვიტანო, მაგრამ ჩემთვის პირადად არ უკითხავთ – მეუფეო, თქვენ გინდათ თუ არა, რომ პეტრე გადავაყენოთ, ეს არ უკითხავთ. იქ ისეთი საერთო აზრი იყო. ჩემთვის რომ ეკითხათ, მეუფეო, აი, გინდათ თუ არა, მე ჩემი მოსაზრება მქონდა. როცა დამთავრდა კიდეც სინოდის სხდომა, მეუფე ისაიას გადავულაპარაკე, ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და შეიძლებოდა უფრო ფრთხილი მოქმედება”, – ამბობს მიტროპოლიტი.

თუმცა მიტროპოლიტი ზოსიმე აღნიშნავს, რომ პატრიარქის წინაშე მსგავსი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება, რადგან “ეკლესიის თავი ღვთისგან უნდა განისაჯოს”.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ტერმინოლოგიით ისაუბრა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის „პედერასტიასა და მამათმავლობაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი