ახალი ამბები

პრეზიდენტი: მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა

5 ნოემბერი, 2019 • 654
პრეზიდენტი: მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა”.

“ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა”, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ თქვა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, მის ყოფილ ქმარზე კი შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

 

სოფო კილაძე ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.