ახალი ამბები

სოფო კილაძე ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს

5 ნოემბერი, 2019 • 2619
სოფო კილაძე ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს

საქართველოს პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.

დეპუტატი ამბობს, რომ უწყებამ მის ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა:

“მე შემიძლია დაგიდასტურით, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სოტუაციაში. თუმცა, იმავდროულად, მე ვუფრთხილდები ჩემი გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრათელობის მდგომარეობას, ასევე ჩემს არასრულწლოვან შვილს და მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწყვდით”, – ამბობს დეპუტატი “რუსთავი 2”-თან.

მასალების გადაბეჭდვის წესი