ახალი ამბები

ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია – ლომჯარია

5 ნოემბერი, 2019 • 1518
ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია – ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე ხმის ამოღება და საჯაროდ საუბარი 10 000-ჯერ უფრო რთულია საჯარო პირისთვის.

“ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენს საზოგადოებაში, ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ – 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის “ბრალია” იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!” – წერს ნინო ლომჯარია პირად ფეისბუკ-გვერდზე.

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ თქვა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, მის ყოფილ ქმარზე კი შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

სოფო კილაძე ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს

მასალების გადაბეჭდვის წესი