ახალი ამბები

ცურტაველი მიტროპოლიტი: მეუფე პეტრე შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარში, მისი გადასაწყვეტია

3 ნოემბერი, 2019 • 5112
ცურტაველი მიტროპოლიტი: მეუფე პეტრე შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარში, მისი გადასაწყვეტია

დღეს, 3 ნოემბერს, სამების ტაძარში გამართულ საკვირაო წირვაზე ჟურნალისტებმა ეპისკოპოსებს, ჰკითხეს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ კი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა არ დაემორჩილება პატრიარქის გადაწყვეტილებას შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე.

ცურტაველმა ეპისკოპოსმა, ვახტანგ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მეუფე პეტრემ უნდა მიიღოს:

„…რაც შეეხება თვითონ მეუფეს, ის შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარში წავა, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია და მან უკეთ უწყის, რა უნდა გააკეთოს.

ჩვენ გვაქვს ყველას თავისუფალი ნება, ის არ არის ბავშვი, რომ ვიღაცამ შთააგონოს, ან მე ან სხვამ. როგორც მას სურს, ისე გადაწყვეტს, ეს მისი პრობლემაა, მან უნდა გადაწყვიტოს“ – განაცხადა ცურტაველმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი