ახალი ამბები

კახეთში დააკავეს პირი, რომელმაც შელაპარაკებისას კაცი დაჭრა

2 ნოემბერი, 2019 • 598
კახეთში დააკავეს პირი, რომელმაც შელაპარაკებისას კაცი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი – 1963 წელს დაბადებული პ.მ. დააკავა

შს სამინსიტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

____________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელეული ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი