ახალი ამბები

მარნეულში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა – შსს

1 ნოემბერი, 2019 • 823
მარნეულში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და ერთი მანქანა დაეჯახა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი