ახალი ამბები

“ვტოვებ ეპარქიას” – იღუმენია თამარ გამყრელიძე

1 ნოემბერი, 2019 • 2279
“ვტოვებ ეპარქიას” – იღუმენია თამარ გამყრელიძე

წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველ გრიგოლ კაციასთან მსახურება და ეპარქიას ტოვებს.

“უბრალოდ, ჩემთვის შეუძლებელია ასეთ უპრინციპო ადამიანთან მსახურება. გრიგოლ კაცია რამდენიმე კვირის წინ იყო აქ და ყველაფერი იცის და ადამიანმა, რომელიც ასე გადაეფარა ამ უზნეობას, მე პირადად ზნეობაზე როგორ უნდა მელაპარაკოს?”, – განაცხადა იღუმენიამ “მთავარ არხთან” საუბრისას.

თამარ გამყრელიძის თქმით, ის აპირებს წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ჩასვლას, სადაც საკუთარ გადაწყვეტილებას იქ მყოფ დედებს გააცნობს.

“ნმადვილად ვტოვებ ეპარქიას”. “მე პირადად აქ არ დავრჩები. სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნები მეც”, – განაცხადა თამარ გამყრელიძემ.

ჭყონდიდის ეპარქიიდან ჩამოცილებული მიტროპოლიტი პეტრე, პატრიარქის ბრძანების შესაბამისად, შიომღვიმის მონასტერში გამწესებაზე უარს ამბობს.

პეტრე ცაავას სურვილია, სანაცვლოდ მონასტერში წავიდეს და ამჟამად პატრიარქის ნებართვას ელოდება.

პეტრე ცაავა შიომღვიმეში წასვლაზე უარს ამბობს და მარტვილის ერთ-ერთ მონასტერში სურს გამწესება

მასალების გადაბეჭდვის წესი