ახალი ამბები

პეტრე ცაავა შიომღვიმეში წასვლაზე უარს ამბობს და მარტვილის ერთ-ერთ მონასტერში სურს გამწესება

1 ნოემბერი, 2019 • 1584
პეტრე ცაავა შიომღვიმეში წასვლაზე უარს ამბობს და მარტვილის ერთ-ერთ მონასტერში სურს გამწესება

ჭყონდიდის ეპარქიიდან ჩამოცილებული მიტროპოლიტი პეტრე, პატრიარქის ბრძანების შესაბამისად, შიომღვიმის მონასტერში გამწესებაზე უარს ამბობს.

პეტრე ცაავას სურვილია, სანაცვლოდ მონასტერში წავიდეს და ამჟამად პატრიარქის ნებართვას ელოდება.

“შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე ერთ-ერთი მონასტერი, ჩემი არჩევანია ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი. დაველოდებით პასუხს, თუ არადა მივიღებ გადაწყვეტილებას, სად ვიქნები”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ინჩხურის მონასტერი ასევე მარტვილის ეპარქიაში მდებარეობს.

მარტვილში იმყოფება წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა. მან ეპარქიის მმართველობა გადაიბარა, ასევე თქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე მონასტერში წავსლამდე დროებით რჩება ეპარქიაში და მას დაეხმარება.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით წმინდა სინოდის წევრობისა და ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლდა, შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი