ახალი ამბები

იაკობმა განცხადების ფორმის გამო ითხოვა შენდობა, შინაარსზე არ გვიმსჯელია – ეპისკოპოსი საბა

31 ოქტომბერი, 2019 • 1893
იაკობმა განცხადების ფორმის გამო ითხოვა შენდობა, შინაარსზე არ გვიმსჯელია – ეპისკოპოსი საბა

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი აცხადებს, რომ ყოფილმა ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილმა) სინოდის სხდომაზე მოინანია იმ განცხადების ფორმა, რომლითაც ხელისუფლების მხრიდან პატრიარქის წინააღმდეგ გეგმაზე ისაუბრა, მაგრამ განცხადების შინაარსზე არ უმსჯელიათ.

„ფორმაზე იყო საუბარი და სინანული გამოხატა ამ ფორმაზე“, — თქვა მან „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიას კითხვაზე პასუხად. წამყვანის კითხვაზე,  მისი ბრალდების შინაარსი ძალაში რჩება თუ არა, თქვა: „შინაარსზეც და მთლიანად, მან თქვა, რამდენად იქნება ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, მეც მქონდა ამასთან დაკავშირებით შეკითხვა, არ არის არანაირი, იმიტომ, რომ…”

მან კიდევ გაიმეორა: „ითხოვა შენდობა ფორმის გამო, რაც მან გამოხატა და ამით დასრულდა“… კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, ითხოვა თუ არა მან შინაარსზე შენდობა, ანუ უარყო თუ არა, რაც ადრე თქვა, ეპისკოპოსმა უპასუხა: „არ ყოფილა ამაზე საუბარი“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ყოფილმა ქორეპისკოპოსმა იაკობმა წინა შაბათს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მოგვიანებით იაკობმა ბოდიში მოიხადა არანორმატიული ლექსიკისთვის, თუმცა იქვე დასძინა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი