ახალი ამბები

ეპისკოპოსი საბა ინწკირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

13 მაისი, 2021 • 1470
ეპისკოპოსი საბა ინწკირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეპისკოპოსი თავად ავრცელებს.

როგორც სასულიერო პირი საკუთრ ფეისბუკ გვერდზე წერს, ვაქცინაცია აშშ-ში, “მოდერნას” პრეპარატით 12 მაისს ჩაიტარა.

ეპისკოპოსი საბა ინწკირველი მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მეორე წევრია, რომელიც საჯაროდ აიცრა. მანამდე ვაქცინაცია ჩაიტარა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი