ახალი ამბები

„პეტრე არის და იქნება ჭყონდიდის მიტროპოლიტი“ – მარტვილში სასულიერო პირები შეიკრიბნენ

31 ოქტომბერი, 2019 • 3466
„პეტრე არის და იქნება ჭყონდიდის მიტროპოლიტი“ – მარტვილში სასულიერო პირები შეიკრიბნენ

სტატუსშეჩერებული მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდასაჭერად მის უკვე ყოფილ ეპარქიაში, მარტვილში, სასულიერო პირების ნაწილი შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ სინოდის გადაწყვეტილება პეტრე ცაავასთვის ეპარქიის ჩამორთმევაზე უსამართლოა.

„სიმართლის თქმისთვის დაისაჯა მეუფე პეტრე… ჩემთვის მეუფე პეტრე ყოველთვის არის და იქნება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი“, — ამბობს „მთავარ არხთან“ საუბარში ერთ-ერთი მათგანი.

მარტვილის წმ. ნინოს მონასტრის წინამძღოლი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებში ერთსულოვნებაა – ისინი არ ეთანხმებიან პეტრე ცაავას ეპისკოპოსის პოზიციიდან გადაყენებას და უპირისპირდებიან საპატრიარქოს.

მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი