ახალი ამბები

თუ სინოდის სხდომა დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფრისთვის მზად ვარ – მეუფე პეტრე

31 ოქტომბერი, 2019 • 1100
თუ სინოდის სხდომა დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფრისთვის მზად ვარ – მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე უკვე მივიდა საპატრიარქოში, სადაც 12 საათზე სინოდის სხდომა უნდა დაიწყოს.

“ჭეშმარიტება არის მარადიული. ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. მირჩევნია სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი.

რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თქვენ რაც გაინტერესებთ, სასჯელს. თუ დღევანდელი დღე მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია”, – თქვა მეუფე პეტრემ საპატრიარქოში შესვლამდე.

ეპისკოპოსის თქმით, უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველაფერი გადაწყდეს კანონიკური სამართლით.

საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი