ნეტგაზეთი | საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა იმართება საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა იმართება – Netgazeti
RU | GE  

საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა იმართება

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა იმართება. სხდომის ჩატარების შესახებ ორი დღის წინ გახდა ცნობილი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი სინოდის სხდომის დღის წესრიგი.

სინოდის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ სხდომის ჩანიშვნა მათთვის მოულოდნელი იყო და, შესაბამისად, ზოგი ეპისკოპოსი ღონისძიებას ვერ დაესწრება, მათ შორის, მეუფე გრიგოლი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი. სხდომას ასევე ვერ დაესწრებიან საზღვარგარეთ მყოფი სასულიერო პირები.

სინოდის სხდომის ჩანიშვნას წინ უძღოდა ბოდბის ეპისკოპოს იაკობის სკანდალური განცხადება. მეუფე იაკობმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას მის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, სადაც გიორგი გახარიამ, გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა სასულიერო პირისგან პატრიარქის გადაყენებაში დახმარება ითხოვეს.

ამ განცხადებების შემდეგ მეუფე იაკობი პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მან პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობდა დატოვა.

საპატრიარქოსთან გაძლიერებულია დაცვა. ცოტა ხნის წინ ადგილზე მიიტანეს ლითონის ბარიკადები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.