ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

EMC ახალგორში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს

30 ოქტომბერი, 2019 • 1394
EMC ახალგორში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს და იმ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ადამიანები ბოლო თვეებში ცხოვრობენ.

“მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტი არის ტრაგიკული მაგალითი იმ მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციისა, რასაც de facto ხელისუფლების მხრიდან ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების თვითნებური ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლების თვითნებური შეზღუდვა იწვევს”.

შესაბამისად, EMC შექმნილ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს:

  • საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ამომწურავ ინფორმაცია იმ კონკრეტული პოლიტიკური და დიპლომატიური ღონისძიებების შესახებ, რომელსაც ის მიმართავს ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული და სოციალური კრიზისის დასაძლევად.
  • მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო  სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ შეძლოს დროულად და შედეგიანად კრიზისულ სიტუაციაში ჩარევა და თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების  მექანიზმის (interim measure) გამოყენება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,  რუსეთის ფედერაციას დაავალდებულებს, მიიღოს სასწრაფო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით.
  • მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს ორმხრივი მშვიდობიანი მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის de facto ხელისუფლებასთან შექმნილი კრიზისის დროულად გადაჭრისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი