ახალი ამბებისამართალი

“ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, ლექსიკის გამო ბოდიშს ვიხდი” – ქორეპისკოპოსი იაკობი

28 ოქტომბერი, 2019 • 6363
“ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, ლექსიკის გამო ბოდიშს ვიხდი” – ქორეპისკოპოსი იაკობი

ქორეპისკოპოსი იაკობი ბოდიშს იხდის არანორმატიული ლექსიკისთვის, თუმცა იქვე დასძენს, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს.

ის კვლავ იმეორებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას მის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ვახტანგ გომელაური, გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია. როგორც მეუფე იაკობი ირწმუნება, თანამდებობის პირებმა მას პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარება სთხოვეს.

“ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ, ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა, სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი. როგორც ეპისკოპოსს, პოლიტიკოსებთან რაღაც ჩარევა გვიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს, გულში ის მქონდა… ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, იმაზე [ლექსიკაზე], კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბოდშს მოვიხდი. სამი ადამიანი შემხვდა – გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური. მე რაც შევატყვე, ისინი გრძნობდნენ უხერხულობას იმის შესახებ, რასაც საუბრობდნენ, ბატონ გიორგის და ბატონ ვახტანგსაც შევამჩნიე. უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი და ათი დღის შემდეგ რომ ვუთხარი, პასუხიც ისეთი შევუთვალეთ, ღირსეული”, – უთხრა ქორეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს დღეს, 28 ოქტომბერს.

ქორეპისკოპოსმა ამის შესახებ დღეს საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ის პატრიარქ ილია მეორესთან მართავს შეხვედრას.

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი