ახალი ამბებისაზოგადოება

ქორეპისკოპოსი იაკობი ილია მეორესთან შესახვედრად საპატრიარქოში მივიდა

28 ოქტომბერი, 2019 • 1526
ქორეპისკოპოსი იაკობი ილია მეორესთან შესახვედრად საპატრიარქოში მივიდა

ქორეპისკოპოსი იაკობი ამ წუთებში [12:12] პატრიარქ ილია მეორეს ხვდება. საპატრიარქოში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმ არანორმატიული ლექსიკისთვის, როგორითაც მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა. თუმცა, როგორც სასულიერო პირი ამბობს, საუბრის შინაარსზე ის ისევ აგებს პასუხს.

“ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ, ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა, სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი. როგორც ეპისკოპოსს, პოლიტიკოსებთან რაღაც ჩარევა გვიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს, გულში ის მქონდა… ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, იმაზე [ლექსიკაზე], კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბოდშს მოვიხდი. სამი დამიანი ადამიანი შემხვდა – გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური. მე რაც შევატყვე, ისინი გრძნობდნენ უხერხულობას იმის შესახებ, რასაც საუბრობდნენ, ბატონ გიორგის და ბატონ ვახტანგსაც შევამჩნიე. უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი და ათი დღის შემდეგ რომ ვუთხარი, პასუხიც ისეთი შევუთვალეთ, ღირსეული”, – უთხრა ქორეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი