ახალი ამბები

მიტროპოლიტი გრიგოლი: არ მსმენია მსგავსი შეთქმულების თეორიების შესახებ

27 ოქტომბერი, 2019 • 1248
მიტროპოლიტი გრიგოლი: არ მსმენია მსგავსი შეთქმულების თეორიების შესახებ

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებების საპასუხოდ ამბობს, რომ მას მსგავსი რამ არ სმენია და არც ქორეპოსკოპოსის მიერ დასახელებულ შეხვედრებში მიუღია მონაწილეობა:

“მე ასეთი მსგავსი რამ არ მსმენია, ასეთი კონსპირაციული და შეთქმულების თეორიების შესახებ” – ამბობს მიტროპოლიტი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ესწრებოდა თუ არა ქორეპისკოპოსი იაკობის მიერ მოთხრობილ შეხვედრებს, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ არა, თუმცა განმარტავს, რომ ეკლესიასა და ხელიფუსლებას შორის კომუნიკაცია ყოველთვის არსებობს:

“ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია და სხვადასხვა ფორმატში სეხვედრები ეს ბუნებრივია მით უმეტეს კონსტიტუციური შეთანხმებით ვალდებულებაც გვაქვს ვითანამშრომლოთ. მე ვფიქრობ ეს კონკრეტული შეკითხვა რასაც სვამთ არ აქვს საფუძველი. მეუფე იაკობის განცხადებას ალბათ სინოდი შეაფასებს თუ მიიჩნევს მსჯელობის ღირსად ამ თემას” – ამბობს მიტროპოლიტი.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა გუშინ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, აღნიშნულს კი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.

გიორგი გახარია ქორეპისკოპოსის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს, შსს-ში კი, რომელსაც ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს ამბობენ, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.

ივანიშვილის დავალებით მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო – მეუფე იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი