ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

მორიგი აღიარება ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ”, ამჯერად ჩიკაგოს კინოფესტივალიდან

26 ოქტომბერი, 2019 • 9850
მორიგი აღიარება ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ”, ამჯერად ჩიკაგოს კინოფესტივალიდან

ქართულ-შვედურმა ფილმმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამჟერად ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ კატეგორიაში დააჯილდოვეს.

როგორც ფილმის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერია, ეს არის მეექვსე პრიზი, რომელიც ქვიარ თემატიკაზე შექმნილმა დრამამ მოიპოვა.

ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან აკინის ფილმი გამარჯვებულად დაასახელეს კატეგორიაში Gold Q Hugo. აღნიშნული კატეგორია ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალმა 2013 წელს დააფუძნა და მისი მიზანი მსოფლიოში ლგბტქ თემატიკაზე შექმნილი ფილმების სიღრმისეულობისა და მრავალფეროვნების დაფასებაა. აღნიშნული ჯილდო პირველად ტაივანურ ფილმს “Will You Still Love Me Tomorrow?” (“ხვალაც გეყვარები?”) გადასცეს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი