ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქალების აქტიურობა არ ეწინააღმდეგება ჩემს ხედვას სომხურ ოჯახზე – ფაშინიანი

25 ოქტომბერი, 2019 • 1303
ქალების აქტიურობა არ ეწინააღმდეგება ჩემს ხედვას სომხურ ოჯახზე – ფაშინიანი

“ანას მხარდაჭერით, მხარს ვუჭერ იმ ქალების სოციალურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და პოლიტიკურ აქტივობებს, რომლებიც სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ”,-  წერს ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფეისბუკზე და თან ურთავს მისი ცოლის, ანა აკოფიანის ფოტოს.

“წარმოდგენები, რომლებიც ზღუდავს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობას, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ დონეზე აყვანას. ჩემი ხედვა ქალების აქტიურობის შესახებ არ ეწინააღმდეგება ჩემს ხედვას სომხური ოჯახის შესახებ. ვამაყობ იმით, რომ ძლიერი სომხური ოჯახი მაქვს”.

 

სომხეთის საზოგადოების ნაწილში არსებული მოსაზრებით, ქალების აქტიურობა, თანასწორობა ქალებსა და კაცებს შორის ეწინააღმდეგება სომხური ოჯახის პრინციპებს. “სომხური ტრადიციული ოჯახების” დაცვის პოზიციის მქონე ადამიანები საზოგადოებას 2017 წლამდე იმითაც აშინებდნენ, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონიც სომხურ ოჯახებს ებრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი