ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პიტსბურგში, კოლორადოში, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კოლორადოში მექსიქასთან გამყოფი კედლის აშენებას აპირებს. თუმცა საქმე ისაა, რომ კოლორადო მექსიკას არ ესაზღვრება.
“ჩვენ ვაჩენებთ კედელს ნიუ მექსიკოში. და ჩვენ ვაშენებთ კედელს კოლორადოში”, – თქვა ტრამპმა. ინფორმაციას ამის შესახებ. CNN ავრცელებს.
იმისათვის, რომ თავისი წინასაარჩევნო დაპირება შეესრულებინა კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც მას აძლევს საშუალებას, კედლის მშენებლობისთვის თითქმის 4 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯოს.
დონალ ტრამპი მიიჩნევს, რომ მექსიკიდან უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად კედლის მშენებლობა უალტერნატივო გზაა და დარწმუნებულია, რომ უკანონო მიგრანტები ამ კედელზე ვერც გადაძვრებიან და ვერც კედლის ქვეშ გაძვრებიან.
მექსიკას სახმელეთო საზღვრით აშშ-ის ოთხი შტატი ესაზღვება: კალიფორნია, არიზონა, ნიუ მექსიკო, ტეხასი. რაც შეეხება კოლორადოს, ის მექსიკის საზღვრიდან ჩრდილოეთით, თითქმის 700 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
კოლორადოს დემოკრატმა გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა ტრამპის საპასუხოდ ტვიტერზე დაწერა, რომ კოლორადო არ ესაზღვრება მექსიკას.
“კარგი ამბავი ის არის, რომ კოლორადოს მოსახლეობას უფასო საბავშვო ბაღებს სთავაზობს, ამგვარად, ჩვენს ბავშვებს შეუძლიათ გეოგრაფიის ძირითადი საკითხები ისწავლონ “, – წერს გუბერნატორი.