კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია გამართეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა ე.წ. ფარული მოსმენების კუთხით საქართველოს კონსტიტუციის 3 მუხლს ეწინააღმდეგება.
სესიაშვილი კი ამბობს, რომ ეს კანონი არსებული მოცემულობისთვის საუკეთესო ვარიანტია:
“მე ვფიქრობ, ის კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცა და რომლის თანაავტორი გახლავართ, არსებული მოცემულობისთვის საუკეთესო ვარიანტია. მე ამაში ღერმად ვარ დარწმუნებული და ცოტა მეტიც ვიცი იმიტომ, რომ გავლილი მაქვს კონსულტაციები საერთაშორისო დონის ექსპერტებთან. მაგრამ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მეტიც, მე დიდი ინტერესით ვადევნებ თვალყურს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ვეცდები, რომ თავი შევიკავო კომენტარებისგან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ იქნება იქ ანტიკონსტიტუციური,”– განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.