თბილისში ბავშვს მატარებელი დაეჯახა

თბილისში ბავშვს მატარებელი დაეჯახა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შენიშვნა:თავდაპირველად ეწერა, რომ გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, თუმცა გამოქვეყნების შემდეგ უწყებიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გამოძიება ამ მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.