ახალი ამბები

Კვლავ მძიმე გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა

20 ოქტომბერი, 2019 • 1139
Კვლავ მძიმე გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა

Კვლავ სტაბილურად მძიმეა თბილისში, გურამიშვილზე გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა. 

Ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. Ამავე წყაროს ცნობით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. 

Დაშავებულს სხეულის დიდი ნაწილი აქვს დამწვარი. Ის ერთ-ერთია 19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე 16 სართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაშავებულთაგან. Აფეთქების შედეგად სულ ოთხი პირი დაშავდა. 

19 ოქტომბერს, დილას, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი