ახალი ამბები

დასახელდნენ ეკონომიკაში ნობელის სახელობის პრემიის ლაურეატები

14 ოქტომბერი, 2019 •
დასახელდნენ ეკონომიკაში ნობელის სახელობის პრემიის ლაურეატები

დღეს, 24 ოქტომბერს, ცნობილი გახდა ნობელის სახელობის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში, რომელიც შვედეთის სახელმწიფო ბანკმა დააარსა. ესენი არიან ებიჯით ბანერჯი, ესთერ დაფლო და მაიკლ კრემერი. პრემია ტრიოს გადაეცა “მათი ექსპერტიმენტული მიდგომისთვის, რომელიც მიმართულია გლობალური სიღარიბის შემცირებისკენ”.

მეცნიერებმა საზოგადოებას სიღარიბესთან ბრძოლის ახალი მიდგომა შესთავაზეს, რომელიც დაფუძნებულია კარგად გათვლილ ექსპერიმენტებზე, რომელთა მიზანიცაა, პასუხი იპოვოს საკითხთან დაკავშირებულ კონკრეტულ კითხვებზე. 

ესთერ დაფლო მეორე ქალი და ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია, რომელსაც პრემია ამ მიმართულებით გადაეცა. ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) ასწავლის, ასევე არის ბანერჯის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი. 

მაიკლ კრამერი ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. 1990-იანი წლების შუა პერიოდში იკვლევდა, თუ როგორ შეიძლებოდა დასავლეთ კენიაში სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

„წლევანდელმა ლაურეატებმა წარმოგვიდგინეს ახალი მიდგომა გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდებთან დაკავშირებულ კითხვებზე სანდო პასუხების მოპოვებაში“, – ნათქვამია აკადემიის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი