დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის შემდეგ ელჩად სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილე, ჯონ სალივანი შეარჩია.
სალივანი შეცვლის ჯონ ჰანთსმენს, რომელმაც პოსტი წინა კვირას დატოვა. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, მოსკოვი თანახმაა, სალივანს აკრედიტაცია მისცეს.
ჯონ სალივანი დიდი ხანია აშშ-ის მთავრობაში მუშაობს.
2017 წლის მაისიდან, იგი სახელმწიფო მდივნის მოადგილეა, ხოლო რექს ტილერსონის გადადგომის შემდეგ, სანამ სენატი მაიკ პომპეოს კანდიდატურას დაამტკიცებდა, დეპარტამენტს სალივანი ხელმძღვანელობდა.