შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სამგორში 42 წლის კაცი მოკლეს.
შსს-ს ცნობითვე, მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს. დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებულ პირს წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.