დღეს ცნობილი გახდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი საღამოს გაიმართება და ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ნახეთ, ვინ არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები:
თამარ ადამია
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
ნათია კურტანიძე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
მაია მენაბდე
ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ქეთევან მერებაშვილი
სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;
გიორგი ჭაუჭიძე
მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.
გამარჯვებულს, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს. პრიზებს მიიღებენ საუკეთესო ათეულში მოხვედრილი პედაგოგებიც.
ეს ჯილდო მიღებული აქვს ლადო აფხაზავას, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს ფინალისტებს შორისაც იყო.