ახალი ამბები

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა

5 ოქტომბერი, 2021 •
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა.

ხათუნა რაზმაძე წმინდა გიორგი სახელობის საერთაშორისო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს ჟიურიმ ხათუნა რაზმაძე ხუთ ფინალისტს შორის შეარჩია.

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ხათუნა რაზმაძის გარდა იყვნენ:

  • სოფო ბაჩილავა – მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი, სკოლა “ოპიზა”
  • ლამარა ბოლქვაძე – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის და კასუმლოს საჯარო სკოლები.
  • გიტა თვალაბეიშვილი – დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, თბილისის 168-ე საჯარო სკოლა
  • აზა ხანგოშვილი – ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი დუისის საჯარო სკოლა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. გამარჯვებული პედაგოგი მონაწილეობას მიიღებს მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში. საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით, ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი