ახალი ამბები

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა

15 ივნისი, 2021 •
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა.

საუკეთესო ათეულში არიან:

  • სოფო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
  • ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის 168-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
  • ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის მე-5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • ხათუნა რაზმაძე – თბილისი წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
  • ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის მე-10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
  • გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი;
  • აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯაროს სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი;
  • მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
  • მაკა ხელაძე – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

ათეულიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი