“თუ ნამდვილად წუხხარ ჩადენილის გამო, მე გპატიობ” – მოკლულის ძმის მიმართვა ბრალდებულს

აშშ-ში, დალასის პოლიციის ყოფილ ოფიცერს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ერთი ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად. როგორც ბრალდებული აცხადებს, მან შემთხვევით მოკლა ბოტამ ჯინი.

სასამართლოს დასკვნით სხდომაზე ბრალდებულს მოკლულის ძმამ მიმართა და უთხრა, რომ ჩადენილ დანაშაულს პატიობს და ცუდს არაფერს უსურვებს:

“არ მინდა ეს ორჯერ ვთქვა, ან ასჯერ გავიმეორო, რა გააკეთე და რა წაგვართვი. ვფიქრობ, ეს იცი. თუმცა, თუ ნამდვილად წუხხარ ჩადენილის გამო, მე გპატიობ და მჯერა, ღმერთიც გაპატიებს. მე ჩემს სათქმელს ვამბობ, ჩემი ოჯახის სახელითაც არ ვსაუბრობ, მიყვარხარ, როგორც ადამიანი და არ გისურვებ, რომ მოკვდე, როგორც ჩემი ძმა მოკვდა. ყველაფერ კარგს გისურვებ, არც ის მინდა, ციხეში წახვიდე. ეს ისაა, რაც ჩემს ძმას ენდომებოდა”, – თქვა მოკლულის ძმამ სასამართლოზე.

ემოციური გამოსვლის შემდეგ მოკლულის ძმამ ბრალდებულთან ჩახუტება ითხოვა, რისი ნებაც მოსამართლემ დართო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.