შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკეში ორი ადამიანი დაჭრეს. უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო. “ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები,”-აცხადებენ შსს-ში.
