ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას მიესალმება

27 სექტემბერი, 2019 •
აშშ-ის საელჩო ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მიესალმება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის ხელშეწყობით გაიმართა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა”, – ნათქვამია Twitter-ში აშშ-ის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, 26 სექტემბერს ნიუ იორკში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

თბილისის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი