ახალი ამბები

უსუფაშვილი: ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის მხრიდან აგრესიული ნაბიჯია

18 მარტი, 2015 •
უსუფაშვილი: ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის მხრიდან აგრესიული ნაბიჯია

“ეს არის არარა ხელშეკრულება, ეს არის ბათილი ხელშეკრულება, იურიდიული ძალის არმქონე ხელშეკრულება და ამ თვალსაზირისით ყველაფერი ნათელია. ამაზე შეთანხმებულია ცივილიზებული მსოფლიო. ამასობაში ეს არის აგრესიული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ და ამაზეც არაერთხელ განვაცხადეთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

დღეს, 18 მარტს კრემლში პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ლეონიდ თიბილოვი მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი 25 წლის ვადით გააფორმებენ.

 

ამავე სახელწოდების შეთანხმება სოხუმსა და მოსკოვს შორის 2014 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა.

 

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დაგმეს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი