ახალი ამბები

პრემიერი: ხვალ პროკურატურა რამდენიმე საქმეს დახურავს და სამართლიანობას აღადგენს

11 ივლისი, 2015 • 1121
პრემიერი: ხვალ პროკურატურა რამდენიმე საქმეს დახურავს და სამართლიანობას აღადგენს

ღარიბაშილის განცხადებით, პროკურატურას აქვს დიდი გამოწვევა, რადგან მას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ათასობით საჩივარი დახვდა. მისივე თქმით, ამ საჩივრებს  შესწავლა და დახარისხება სჭირდებოდა, ეს პროცესი კი მათ თანმიმდევრულად დაიწყეს.

 

“მე ვიცი, რომ ხვალაც აპირებს პროკურატურა რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას, ასე რომ, ამას სჭირდება მოთმინება. ზარალი არის რამდენიმე მილიარდი დილარის. საქართველოს არ აქვს ამის უფლება და საშუალება, რომ ერთი ხელის მოსმით, გაუაზრებლად ამ თანხაზე აიღოს ვალდებულება. ასე რომ, ამას სჭირდება მოთმინება,”– განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი, რომელიც, 2012 წლის ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებს იძიებს, 2015 წლის მარტში შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი