ახალი ამბები

ქუთაისში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

26 სექტემბერი, 2019 •
ქუთაისში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
 ქუთაისში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს თქმით, ბრალდებულმა “ჯეოსელის“ ოფისში ფარულად შეაღწია და 5 მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული არასრულწლოვანი მომხდარიდან რამდენიმე საათში ბაღდათში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პირი წარსულშიც იყო ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ხუთივე მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება არაერთგზის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი