ახალი ამბები

ჭიათურის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

25 სექტემბერი, 2019 • 1414
ჭიათურის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

შს სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დ.ბ-ის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება “მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. პოლიციის ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი