ახალი ამბები

თელავში ქმარმა, სავარაუდოდ, ცოლი მოკლა

23 სექტემბერი, 2019 •
თელავში ქმარმა, სავარაუდოდ, ცოლი მოკლა

თელავში 50 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი იმავე იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, მოკლულის ქმარი თავის არეში მიღებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს თანახმად, მან ჭრილობა თავად მიიყენა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი