ახალი ამბები

მაქარაშვილი: გორში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე არ შეგვიშვეს

22 სექტემბერი, 2019 •
მაქარაშვილი: გორში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე არ შეგვიშვეს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ ის და მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები, სულ 7 ადამიანი, არ შეუშვეს გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე.

განხილვა გორის უნოვერსიტეტში მიმდინარეობდა. როგორც გიგა მაქარაშვილმა თავის ფეისბუკლაივში აღნიშნა, მათ უნივერსიტეტის დაცვამ უთხრა, რომ დარბაზში ადგილები არ იყო, რაც გახდა შეზღუდვის მიზეზი. აღნიშნულ ვიდეოში ჩანს, რომ დაცვის სამსახურს ჩაკეტილი აქვს უნივერსიტეტის შესასვლელი.

“ჩვენ არ ვაპირებდით ამ შეხვედრის ხელშეშლას, ან ჩაშლას. ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ამ პროცესის დაზიანება არ გვინდოდა. გვინდოდა მოგვესმინა, როგორ მიდის განხილვა,” – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

განხილვა იმართება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შედეგადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ 20-21 ივნისის მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ამ აქციის დარბევის შემდეგ მიიღო.

ოპაააა :)))))
სულ 7 ადამიანი ვცდილობთ გორის უნივერსიტეტშტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე დასწრებას და ნახეთ რას კადრულობენ!!!

Posted by გიგა მაქარაშვილი on Sunday, 22 September 2019

მასალების გადაბეჭდვის წესი