ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები წააქცია და სახურავები დააზიანა

22 სექტემბერი, 2019 • 867
ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები წააქცია და სახურავები დააზიანა

თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მთელი ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის და სახურავების დაზიანების შესახებ. შსს-ს ცნობით, ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.

გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. ასევე, დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე. დაშავებული არავინაა.

ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის ან ნალექის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შესულა

მასალების გადაბეჭდვის წესი