შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი: 2003 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2003 წელს დაბადებული თ.გ. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „ზუმერში“ უკანონოდ შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, სხვადასხვა სახის აქსესუარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებების სახით თბილისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში დამალული ტელეფონების ყუთები და მათში არსებული აქსესუარები ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.