ავთანდილ ბერიძემ სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც „ნაციონალური მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ჯემალ ფუტკარაძის არჩევას. ავთანდილ ბერიძემ ერთპიროვნულად სცნო უკანონოდ დეპუტატების მეირ ცატარებული კენჭისყრის შედეგები – განკარგულების პროექტი კანჭისყრაზე არ დააყენა იმ მოტივით, რომ „ეს იყო არაკონსტიტუციური“.
შეგახსენებთ, ჯემალ ფუტკარაძემ სულ ცოტა ხნის წინ გარიცხეს „ქართული ოცნების“ რიგებიდან. დღეს მისი კანდიდატურა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მედეა ვასაძემ წარადგინა. თავად მედეა ვასაძის კანდიდატურაც იყო დღეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილი – მედეა ვასაძე ამ თანამდებობაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
მედეა ვასაძეც ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ წევრი იყო.