ახალი ამბები

ქიმიური ცდისას კოლბის გასკდომის შედეგად ქუთაისში 5 ბავშვი დაშავდა

19 სექტემბერი, 2019 • 1146
ქიმიური ცდისას კოლბის გასკდომის შედეგად ქუთაისში 5 ბავშვი დაშავდა

ქუთაისის ცენტრალურ პარკში, სადაც დღეს სამეცნიერო პიკნიკი მიმდინარეობდა, ქიმიური ცდისას ერთ-ერთი სკოლის კარავში კოლბა გასკდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კოლბის ნამსხვრევებით მსუბუქი დაზიანება, ძირითადად ნაკაწრები, მიიღო ხუთმა ბავშვმა, მათ გაეწიათ სამედიცინო დახმარება

შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიასაშუალება მეგა ტვ-მ გაავრცელა.

მთავარი ფოტო: ქიმიური ცდა სკოლაში(ზოგადი ფოტო)/getty

მასალების გადაბეჭდვის წესი