ახალი ამბები

კონსერვატიული პარტია 2020-ის არჩევნებში დამოუკიდებლად გამოვა

18 სექტემბერი, 2019 • 2457
კონსერვატიული პარტია 2020-ის არჩევნებში დამოუკიდებლად გამოვა

საქართველოს კონსერვატიული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომელიც ამჟამად “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

“კონსერავტიული პარტია არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას, ეს არის პარტია, რომელიც დღეს არის “ქართული ოცნების” კონსერვატიული ფრაქცია, ფრთა, როგორც გნებავთ, ისე დაარქვით”, – განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ შემდეგ პარლამენტში კონსერვატორები “ქართულ ოცნებასთან” შეკრავენ კოალიციას.

მან გამორიცხა “ქართული ოცნებისა” და პატრიოტთა ალიანსის კოალიცია. მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსი “სხვა გზითა და მიმართულებით მიდის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი