ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში არიან მასწავლებლები, რომლებიც ხელფასს საქართველოში იღებენ.
“ჩვენ ვიცით, რომ არიან მასწავლებლები, რომლებიც ანაზღაურებას მეორე მხარეს იღებენ. ეს საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტაციაშია ასახული, მაგრამ ამ სიტუაციის უცბად შეცვლა შეუძლებელია”, – განაცხდა აფხაზეთის ლიდერმა.
მისი თქმით, გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მას სკოლის სახელმძღვანელოები აჩვენა, სადაც ერთ მხარეს აფხაზეთია დახატული, მეორე მხარეს – საქართველო, მათ შორის კი, რუსული დათვი.
“თუ ეს იდეოლოგია ჩვენთვის მისაღებია, მაშინ, ალბათ, ჩვენ სახელმწიფო არ ვართ. ჩვენ გვჭრდება წიგნები, რომლებიც აქ, ჩვენთან იქნება გამოცემული და არა იმ იდეოლოგიით, რომელიც საქართველოდან შემოდის”.
ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ეს არის სწორედ ერთ-ერთი ის მიზეზი, რის გამოც აუცილებელია საზღვრების გამაგრება და გალის რაიონის მცხოვრებთა სოციალური დახმარების სისტემის შექმნა.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |






