აშშ-მა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად საქართველოს $700 ათასი გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართულ მხარეს ბავშვთა სიმსივნეებთან საბრძოლველად სამედიცინო ცენტრის დასაარსებლად 700 000 ამერიკული დოლარი გადასცა.

“ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც დღეს, 18 სექტემბერს გავრცელდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.