ახალი ამბები

ზესტაფონში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა

16 სექტემბერი, 2019 •
ზესტაფონში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა

ზესტაფონში ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო დაიღუპა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს გამოძიება გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევა დღეს, 16 სექტემბერს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი